LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკი, თუ „თიბისი“ – ფოსტის შეძენა ბანკებს სურთ

130
1050667549

საქართველოს ფოსტის შეძენა „თიბისი ბანკსა” და „საქართველოს ბანკს” სურთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, ფოსტის შეძენით უცხოური კომპანიებიც არიან დაინტერესებულნი.

„ყიდვით დაინტერესებული კომპანიები არიან ადგილობრივი საბანკო სექტორის წარმომადგენლები. მათთან სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ვმუშაობთ პირველ ეტაპზე, რომელმაც შესაძლოა, დაასწროს პრივატიზების პროცესს. ეს გახლავთ: რამდენიმე უცხოური, ელექტრონული კომერციით დაკავებული კომპანია, ასევე ორი დიდი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ჯგუფურად განიხილავს რამდენიმე ეროვნული ოპერატორის პრივატიზებას. „საქართველოს ბანკიც” დაინტერესებულია, „თიბისი ბანკიც” დაინტერესებულია. „თიბისი ბანკთან” ვმუშაობთ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და ვეცდებით, რომ დავაინტერესოთ საბოლოო პრივატიზებითაც”, – აღნიშნა ჩიკვაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები