პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მასპინძლობით, საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). აღსანიშნავია, რომ კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინიტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. ასევე, გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები, ასევე, ეწვევიან საოკუპაციო ხაზს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის” თანასპონსორები არიან.

„ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული, აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან- დიეგო- ში მელორ წიფურია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კონგრესმენთა ვიზიტი საქართველოში 9 სექტემბერამდე გაგრძელდება. Ad desktop banner Ad mobile banner

ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები