LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე მატჩში შოტლანდია დაამარცხა

123
20 წლამდე რაგბი

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე მატჩში შოტლანდია 17 – 12 დაამარცხა.

პირველი ტაიმი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ შოტლანდიასთან წააგეს. შესვენებაზე საქართველოს ნაკრების მთელი პირველი ხაზი შეიცვალა და თამაშიც გამოასწორა, რაც საბოლოოდ, გამარჯვებით დასრულდა.

მატჩი ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან ამ გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიაში თამაშის უფლება მოიპოვონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები