LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველომ ვირუსთან ბრძოლაში ევროპის ქვეყნებს აჯობა… აქ ტესტს 60 წლის ზევით აკეთებენ” – შვეიცარიაში მყოფი ემიგრანტი

390
BeFunky-collage (3)

შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი მამაკაცი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტს არავინ აკეთებს, თუ 60 წელს გადაცილებული არ ხარ. მისივე თქმით, საქართველომ ვირუსთან ბრძოლაში ევროპის ქვეყნებს აჯობა.

“ტყუილად ნუ გაირჯებით, ვინც შვეიცარიაში ხართ. ტესტს აკეთებენ 60 წლის ზევით. იმიტო რომ, საავადმყოფოში ამბობენ, არა გვაქვს ტესტებიო. გამომიწერეს წამლები და მიბრძანეს სახლში იყავიო. სხვა არაფერს გიკეთებენ.

რაც შეეხება სპირტს, არ აქვთ, არც მასკები აქვთ გასაყიდი. ჩვენც გვიჭირსო, ექიმმა გვითხრა. ეს არის შვეიცარიის მედიცინა და ამათი შემოწმება. ასე რომ გაკივიხართ საქართველოში, ტყუილად არ ვთქვი, საქართველომ ევროპის ყველა ქვეყანას აჯობა“,- ამბობს საქართველოს მოქალაქე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები