LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა

190
koronavirusi-inphektsia-w-h

საქართველომ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა. ინციდენტობის მაჩვენებელი ზღვარს გასცდა და 5,5 პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი მაჩვენებლების შედეგად, ქვეყანა ე.წ. COVID შუქნიშნის მიხედვით ყვითელ ზონაში გადავიდა.

შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული.​ COVID-19-ით გარდაცვლილია 27 პაციენტი.

კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარაში დადასტურდა, 41 კი თბილისში. ამ ეტაპზე, 19 კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან 17 მართვით სუნთქვაზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები