LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ გაიმარჯვა -ევროპაში მოსანახულებელ ადგილთა სიაში პირველზე გავედით

444
WheretoTravel2020

ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. ამჯერად საქართველომ 2020 Emerging Destination Awards-ზე გაიმარჯვა და მსოფლიოს მასშტაბით, მოსანახულებელ ადგილთა სიაში, პირველ ადგილზე გავიდა. ეს ტიტული ჩვენმა ქვეყანამ ჟიურის გადაწყვეტილებით მიიღო.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს.

„საქართველომ გაიმარჯვა! 30 ქვეყანას შორის, საქართველომ ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა! ხმის მიცემაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ბლოგერები რაც კიდევ უფრო საამაყოს ხდის აღნიშნულ ჯილდოს“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები