LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ესპანეთისგან ახალი უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა

180
ფფფ

საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემები შეიძინა, არსებული ძველი საფრენი აპარატები განაახლა და მოახდინა პერსონალის მომზადება/გადამზადება.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დაიწყო დაზვერვის ქვედანაყოფების ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით დაკომპლექტება, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვედანაყოფების აღჭურვას თანამედროვე ტაქტიკური და ოპერატიული უპილოტო სადაზვერვო სისტემებით.

აღსანიშნავია, რომ უპილოტო სადაზვევრო სისტემების განახლება და შეძენა საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. უპილოტო სადაზვერვო სისტემების განახლების გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების, თანამედროვე საარტილერიო და სადაზვერვო სისტემების შეძნა და ამ შესაძლებლობების განვითარება. თანამედროვე სისტემების შეძენა, დანერგვა და განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ძირითადი პრიორიტეტებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები