LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ 2020-ში დაახლოებით იმდენი ვიზიტორი მიიღო, რამდენიც 2010 წელს

80
thumb

ქვეყანაში ტურიზმის მაჩვენებლები, გასულ წელს, რეკორდულად დაეცა და საქართველომ 2020-ში, დაახლოებით, იმდენი ვიზიტორი მიიღო, რამდენიც 2010 წელს. ცნობისთვის, 2010 წელს საქართველოს 2 032 586 ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 36%-ით აღემატებოდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 81%-ით შემცირდა და 1.7 მილიონი შეადგინა, მაშინ, როცა 2019 წელს ჩვენს ქვეყანაში 9.4 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ 1.7 მილიონი ვიზიტორიდან 1.3 მლნ იანვარ-მარტში შემოვიდა, როდესაც პანდემიის გამო, ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო სრულად ჩაკეტილი.

ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა თურქეთიდან დაფიქსირდა – 335 949, მეორე ადგილზე აზერბაიჯანია 295 175  ვიზიტორით, მესამეზე კი – სომხეთი 261 295 ვიზიტორით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები