LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან უკვე დღეიდან შვეიცარია, დანია, ესტონეთი – ქვეყნები, სადაც აქამდე პირდაპირი ფრენები არ იყო

290
32730644-1763925703675372-7257174959804383232-o

დღეიდან, ქუთაისის აეროპორტიდან, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 7 ახალი მიმართულებით იფრენს. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

7 ახალი მიმართულება ქუთაისიდან - Wizz Air 10 სექტემბრიდან იწყებს

პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით განხორციელდება.

,,არსებული 21 ევროპული მიმართულების გარდა, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია Wizz Air 10 სექტემბრიდან, ეტაპობრივად 7 ახალი ევროპული მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდი დაიწყებს ოპერირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული. გარდა იმისა, რომ ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ევროპიდან ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები