LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან სამოგზაუროდ წასვლის მსურველებს „სინოვაკისა” და „სინოფარმის” აცრის ჩანაცვლება უკვე Pfizer-ით შეუძლიათ

1218
ipiccy-image

სამოგზაუროდ წამსვლელებს „სინოვაკისა” და „სინოფარმის” აცრის ჩანაცვლება უკვე შეუძლიათ. საქმე ისაა, რომ ამოქმედდა ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანება, რომლითაც მოგზაურებს შეუძლიათ, დამატებითი აცრა Pfizer-ით გაიკეთონ. ბრძანება 11 ოქტომბრით თარიღდება და უკვე მოქმედია.

„დადგენილების მიხედვით, თუ მოქალაქე უკვე აცრილია ორჯერადად „სინოვაკის” ან „სინოფარმის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით და გასულია მინიმუმ 28 დღე, დამატებით შეუძლია აიცრას Pfizer-ით, თუ ის საზღვარგარეთ მიდის მათ შორის, სამოგზაუროდ, სწავლისთვის ან მკურნალობისთვის,“- წერია ბრძანებაში.

ცნობისთვის, ზოგი ქვეყანა ამ დრომდე არ აღიარებს ჩინური წარმოების ვაქცინებს და ქვეყნაში ტურისტული მიზნებისთვის უშვებს მხოლოდ რამდენიმე ვაქცინითი აცრილ ადამიანებს.

ჩეხეთმა საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები