LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ლისაბონში მოხვედრა მარტივდება – ფრენას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით შევძლებთ

2063
portugal-iphone-1-9-web-orig

საქართველოდან ლისაბონში მოხვედრა კიდევ უფრო მარტივი გახდება. საქმე ისაა, რომ უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines​-ი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც ოპერირებს, კიევიდან ლისაბონის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების განხორციელებას იწყებს.

avianews.ge უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ფრენები 2020 წლის 1-ელ მარტიდან დაიწყება და კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. SkyUp Airlinesის საიტზე ჯერჯერობით ავიაბილეთების რეალიზაცია არ დაწყებულა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ SkyUp Airlines​-ი ოპერირებს საქართველოს ავიაბაზარზეც და შესაბამისად, ლისაბონში მოხვედრა ამ დაბალბიჯეტიანი ავიაკომპანიის ავიარეისებითაც გახდება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები