LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად“ დასახელდა

162
Reachinghot-MATKA19-07-1

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა “MATKA 2020” გაიმართა. საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა.

გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია მესამე წელია აქტიურად მონაწილეობს.

წელს, ერთიან საპრეზენტაციო სტენდზე წარდგა 9 კომპანია და ორგანიზაცია: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს “აჭარა-ტური”, Georgia in Contact, Caucasus Travel, World Express, Georgian Travel Group, Voyage Tours, APG, Iberia Tours Plus.

გამოფენას ესწრება 80 ათასამდე ვიზიტორი, ხოლო ღონისძიებაზე მონაწილეობს 22 500 ტურიზმის პროფესიონალი 86 ქვეყნიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები