LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო უმსხვილეს იაპონური ფონდ NIPPON-თან ითანამშრომლებს

89

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი იაპონური ფონდის, NIPPON-ის თავმჯდომარეს, იოჰეი სასაკავას შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ფონდის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საზღვაო სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, ისარგებლოს არა მხოლოდ ფონდის ერთი კონკრეტული პროგრამით, არამედ ჩაერთოს მნიშვნელოვან პროექტებში სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ NIPPON-ის ფონდის თავმჯდომარის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან როლს საზღვაო სფეროში და ქვეყანას ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი განვითარების პერსპექტივას აძლევს.

საუბარი შეეხო ასევე ფონდის მიერ დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამებს, რომლითაც საქართველოს 10-მა მოქალაქემ უკვე ისარგებლა დაა სწავლა განაგრძო საზღვაო სფეროს წამყვან დაწესებულებებში, მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტში, მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში და ა.შ. გამოითქვა ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების სურვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები