LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა – ამას ყველა აღნიშნავს: ზალკალიანი

47
daviT

აბსოლუტურად მართალია მსჯელობა იმაზე, რომ დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. იგივეა წევრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქმედო გეგმა ასახულია ყოველწლიურ, ეროვნულ პროგრაში და ამ პროგრამის ძირითადი დეფინიცია არაფრით განსხვავდება სამოქმედო გეგმისგან.

„საქართველოს აქვს უმაღლესი შეფასება ყოველწლიური, ეროვნული გეგმის შესრულებასთან მიმართებაში.

ასევე ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოს საბოლოო წევრობისთვის. იგივე მაპის საკითხი – დარჩენილია მხოლოდ, როგორც პოლიტიკური ბარიერი.

ჩვენ ვართ პირნათელი ნატოელ პარტნიორებთან მიმართებაში იმ ვალდებულებების შესრულების კუთხით, რა ვალდებულებებიც გვაკისრია. ყველაფერი მაქსიმალურად, 100%-ით შესრულებულია საქართველოს მხრიდან, დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს რთული, კომპლექსური საკითხია, გადაწყვეტილება ნატოს წევრებმა უნდა მიიღონ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები