LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო თავგადასავლების მოყვარულთათვის საუკეთესო ადგილია – ამერიკელი დიპლომატი

131
kokeri

აშშ–ის საელჩო საქართველოს შესახებ ამერიკელი დიპლომატის კრისტენ კროკერის სიტყვებს და საქართველოში მისი მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

ამერიკელი დიპლომატი ფოტოგრაფიის და თავგადასავლების მოყვარულებს ურჩევს საქართველოს ესტუმროს.

“ფოტოგრაფიისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის საქართველო საუკეთესო ადგილია. ჩემი ზაფხული საქართველოში გავატარე და ამ ულამაზეს ქვეყანაში ვეცადე, რაც შეიძლება მეტი ადგილი მენახა. ყოველი ახალი ქალაქი მიტოვებდა მეტის ნახვის სურვილს.

სტეფანწმინდის გასაოცარი მთიანი ლანდშაფტიდან დაწყებული, ბორჯომის სიმშვიდისა და დმანისში წარსულის ნაწილის ნახვის ჩათვლით, ძნელია ფავორიტის არჩევა. ასე, რომ არც ვეცდები. მოუთმენლად ველი, რას მომიტანს შემდეგი თავგადასავალი, მაგრამ ვიცი, რომ ის სავსე იქნება დადებითი ემოციებით, სილამაზითა და სულგრძელი მასპინძლობით, რომელსაც საქართველო არასდროს იშურებს,” – ამბობს კრისტენ კროკერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები