LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ტალინის ქუჩებში – ფრაგმენტი ესტონეთიდან (ფოტო)

140
Tallinn-best-valued-destination

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საზღვარგარეთ, სამიზნე ბაზრებზე საქართველოს მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ესტონეთის დედაქალაქ ტალინის ქუჩებში, საქართველოს რეკლამები აქტიურად ჩანს, რომლითაც ესტონელებს ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისკენ მოუწოდებენ.

ტალინის და რიგის ქუჩებში აჭარის სურათებით გაფორმებული ტრამვაი მოძრაობს [ვიდეო]

რეგიონის პოპულარიზაცია გარე რეკლამით სამიზნე ქვეყნების რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.

ტალინში არსებული რეკლამის ფოტომასალას სოციალურ ქსელში თავად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აზიარებს.

„ბალტიის პირეთში ჩვენი მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის ფრაგმენტი ქ.ტალინიდან, ესტონეთი“, – წერს ქვრივიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები