LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო სავალუტო ფონდისგან 40 მილიონს მიიღებს

81
942320

IMF-მა საქართველოში პროგრამის განახლებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა.

IMF-ის “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მხარდაჭერილი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში, ფონდი საქართველოს $40 მილიონის მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს.

მერსედეს ვერა-მარტინის თქმით, მთლიანად პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის დამტკიცებული ფინანსების ოდენობა $210 მილიონი დოლარი იქნება.

როგორც ვერა-მარტინი განმარტავს, საქართველო წარსულში აღებული ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს, რაც სახელმწიფო რეფორმებსა და მდგრადი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებაში გამოიხატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები