LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რომელსაც ასეთი სწრაფი აღდგენის დინამიკა აქვს – ქვრივიშვილი

47
211298347-4178447632244864-3151872652551316338-n

მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალი ძლიერდება და დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს და კერძო სექტორის ძალისხმევით, ეს შედეგები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია გადაუმოწმებელი ინფორმაციით არ დავაზიანოთ ქვეყნის უსაფრთხო და ძლიერი სტუმართ-მასპინძლობის ტურისტული იმიჯი.

„ივლისის თვის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკა: მიმართულებების – 72%, ქვეყნების – 75%, ავიაკომპანიების – 79%, სიხშირეების – 74%. ყველაზე მზარდი მაჩვენებლებით გამოირჩევა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც უკვე 21%-ით მეტ რეისს ემსახურება (110-115 სიხშირე კვირაში), ვიდრე 2019 წლის ივლისში. ეს შედეგები ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგია! საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რომელსაც ასეთი სწრაფი აღდგენის დინამიკა აქვს და ეს პროცესი ასეც გაგრძელდება!

ასეთი წარმატების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თითოეული ტურისტის და ვიზიტორის უსაფრთხოება, კიდევ უფრო სამწუხაროა ის ძალადობის ფაქტები, რაც რამდენიმე დღის წინ აქციის ფარგლებში დაფიქსირდა, რის შედეგადაც სამწუხაროდ დაზარალდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები.

ამასთანავე, რამდენიმე დღის წინ, ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა – პოლონელ ტურისტზე განხორციელდა თავდასხმა. აღნიშნულ ფაქტს კავშირი არ ჰქონია „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებულ მოვლენებთან. შესაბამის უწყებებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ აღნიშნულ ფაქტზე, ტურისტი თავს კარგად გრძნობს და სწრაფად გამოჯანმრთელდება, დაკავებულია სავარაუდო მოძალადე.

ასევე მნიშვნელოვანია, გადაუმოწმებელი ინფორმაციებით არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო და ძლიერი სტუმართმასპინძლობის ტურისტული იმიჯი, რასაც სახელმწიფო და კერძო სექტორი წლებია ერთობლივად ვაშენებთ. ამ საკითხში მედიის და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალი ძლიერდება და დარწმუნებული ვარ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ძალისხმევით ეს შედეგები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება”, – ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები