ევროკავშირის განახლებულ სიაში, საქართველო მოგზაურობისთვის კვლავ უსაფრთხო ქვეყნად რჩება – აღსანიშნავია, რომ განახლებულ სიაში, ჩვენს ქვეყანასთან ერთად არიან: ავსტრალია, კანადა, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. ახალი სიიდან ამოღებულია ალჟირი.
რაც შეეხება ჩინეთს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილია ჩინეთიც, თუმცა ჩინეთთან მიმოსვლა ევროკავშირში მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, როდესაც საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას თავად ჩინეთიც მიიღებს.