LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მიჩნეულია სანიმუშო მაგალითად, თუ როგორ შეიძლება ღარიბმა ქვეყანამ მიაღწიოს კეთილდღეობას – თურნავა

79
123051228-3495242193898748-2466217533635090645-o

ეკონომიკის მინისტრის თქმით, გლობალური კეთილდღეობის ინდექსშისაქართველომ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, შეფასების 100%-ანი სკალიდან 61.8%-ი მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53 – ე ადგილზე შეინარჩუნა. 

„მინდა გითხრათ, რომ 2012 წლამდე საქართველო 60 ქვეყანას მიღმა იყო ყოველთვის, ახლა კი საკმაოდ კარგი პოზიცია გაგვაჩნია მიუხედავად კოვიდისა. რეიტინგს ეწოდება „გლობალური კეთილდღეობის ინდექსი“. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა იმის თქმა, რომ ქვეყანაში სუფევს კეთილდღეობა. ჩვენ შორს ვართ ამისგან, რადგან ძალიან დიდი პრობლემაა გლობალური პანდემიით გამოწვეული და ჩვენ ბევრ სირთულეს ვუსწორებთ თვალს და ვუმკლავდებით, მაგრამ ეს რეიტინგი ასახავს ჩვენს სწორ გზას, ძალისხმევას და სწრაფვას სიღარიბიდან კეთილდღეობამდე და საქართველოს არის მიჩნეული ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად თუ როგორ შეიძლება წარსულში ღარიბმა ქვეყანამ თანმიმდევრული რეფორმების გატარების გზით, ღია ეკონომიკის ჩამოყალიბების გზით, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმების დამკვიდრების გზით ეტაპობრივად დაძლიოს სიღარიბე და მიაღწიოს კეთილდღეობას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ასეთი აღირება საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოსადმი ნდობას ზრდის.

აღსანიშნავია, რომ დღეს მთავრობამ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში, ის კომპანიები, რომლებიც უცხოური კაპიტალითაა შექმნილი და ახალი წარმოების გახსნას გადაწყვეტენ, მინიმუმ 10 მილიონის ინვესტიციის ჩადებისა და 150 ადამიანის დასაქმების შემთხვევაში, სახელმწიფოსგან 1 მილიონის ოდენობის გრანტს მიიღებენ.

ახალი პროგრამა და შეთავაზება გავრცელდება ისეთ დარგებზე, რომელიც გადამამუშავებენ ინდუსტრიას მიეკუთვნება.

„ესაა ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება, ეს არის სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოება, ეს არის მანქანათმშენებლობა, მანქანებისა და მოწყობილებების, მათი ნაწილების წარმოება, ლოგისტიკა, სასაწყობო მეურნეობა და რამდენიმე სხვა დარგი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები