LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო კოვიდინფექციის გადაცემის ინდექსით ევროპის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების ქვეყნების სამეულში შევიდა: NCDC-ის ანგარიში

41
FORTUNA.GE- (3)

ეპიდემია იზრდება, იკლებს თუ სტაბილურია – ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლის დაკვირვება და შეფასებაც ეპიდემიოლოგებს აძლევს საშუალებას, ისაუბრონ ქვეყანაში ეპიდსიტუაციასა და მის განვითარების სცენარზე.

“18 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი ევროპის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების ქვეყნების სამეულში შევიდა.” – ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

შემაჯამებელი ანგარიში სახელწოდებით, “ერთი წელი “კოვიდ-19″-თან”, პანდემიასთან დაკავშირებულ მრავალ საკითხს აერთიანებს, სტატიტიკურ მონაცემებს შორის კი ყურადრება გამახვილებულია ეფექტური რეპროდუქციის ინდექსზე (Rt)და აქვე განმარტებულია მისი მნიშვნელობაც:

ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი არის ინფექციის გადაცემის პოტენციალის მაჩვენებელი რეალურ დროში და გამოიყენება იმის შესაფასებლად, ეპიდემია იზრდება, იკლებს თუ სტაბილურია.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეს ინდიკატორი მნიშვნელოვანია დროის გარკვეულ პერიოდში დაავადების გადაცემის პროცესში ცვლილებების
დასადგენად.

მოცემული ინდექსი მნიშვნელოვანია შესაფასებლად, თუ როგორ იმოქმედა პოლიტიკის ცვლილებამ შემზღუდველი ღონისძებების მიმართულებით, მოსახლეობის იმუნიტეტმა და სხვა ფაქტორებმა დროის კონკრეტულ მონაკვეთში ინფექციის გადაცემაზე.

კვლევის შედეგები ასეთია: 

➤  2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი 1,45-ს შეადგენდა;

➤  დეკემბრის დასაწყისში რეპროდუქციის ინდექსი 1,15-მდე შემცირდა (თუმცა სიდიდით მე-8 ადგილს იკავებდა ევროპის ქვეყნებს შორის);

➤  15 დეკემბრის მდგომარეობით კი მაჩვენებელი თითქმის განახევრდა და 0.74-ს შეადგენდა.

➤  2020 წლის ბოლოს, 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეპროდუქციის ინდექსი 0,62-ს გაუტოლდა.

პოპულალურები