LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო – გიბრალტარი 3:0

352
KJR_5959_0

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი სამი ქულა მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა „დინამო არენაზე“ გიბრალტარის ნაკრები დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი ვაკო გვილიამ გამოიჩნია და 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა. შესვენების შემდეგ კი ჯერ გიორგი პაპუნაშვილმა ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახადა, შემდეგ კი ვატო არველაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

სამი თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, D ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 ივნისს დანიის წინააღმდეგ კოპენჰაგენში გამართავს.

 

საქართველო 3:0 გიბრალტარი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგავალვა, ხარაბაძე, კანკავა (77’ მჭედლიძე), კვეკვესკირი, კვარაცხელია (47’ პაპუნაშვილი), გვილია, მერებაშვილი (72’ კიტეიშვილი), არველაძე

სათადარიგო: მაკარიძე, კვასხვაძე, პარუნაშვილი, აბურჯანია, ლობჟანიძე, დვალი, ხარაიშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი

 

გაფრთხილება: 45’ კანკავა, 50’ სერგინტი, 62’ ოლივერო, 76’ რ. ჩიპოლინა

გოლები: 1:0 გვილია (30), 2:0 პაპუნაშვილი (59), 3:0 არველაძე (პენ.) (76)

 

ვლადიმირ ვაისი:

“საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული სამი ქულა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი დღევანდელი მეტოქე რეიტინგში დაბალ პოზიციაზე იმყოფება. ვფიქრობ, რომ 2-3 გოლი გატანა კიდევ შეგვძელო, მაგალითად გვილიას კარგი შანსები ჰქონდა. საბოლოოდ შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკეთესად თამაში გვმართებს, ზონებში უკეთ უნდა ვიხსნებოდეთ. ანგარიშის მიუხედავად, კიდევ უფრო მეტი გოლის გატანის სურვილი უნდა გვქონდეს.

საკუთარ მოედანზე მოპოვებული სამი ქულის შემდეგ, უკვე მომდევნო თამაშისთვის ვემზადებით. ჯაბა კანკავა შევცვალე იმიტომ, რომ მას ყვითელი ბარათი ჰქონდა. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და მოვერიდე, რომ მეორე გაფრთხილება არ მიეღო. ისე კი, ვფიქრობ, რომ ჯაბა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პენალტი მას უნდა შეესრულებინა, მაგრამ ვატო არველაძეს დაუთმო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჯაბა დიდი ჯენტლმენი და ნამდვილი კაპიტანია. მან ახალწვეულისადმი ამ ნაბიჯით დიდი მხარდაჭერა გამოხატა.

ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ძირითად შემადგენლობაში პირველად იყვნენ, მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, დანიის წინააღმდეგ გარკვეული ცვლილებები ნამდვილად იქნება. სავარაუდოდ 2-3 ფეხბურთელი შეიცვლება. სამწუხაროა რომ ტრავმების გამო კვირკველია და ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარებიან”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები