LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება – თბილისში ოფიციალური შეხვედრები იწყება

256
ევროსაბჭო

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი უკვე საქართველოშია – მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი თბილისში შეხვედრებს დღეიდან იწყებს. ის საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გაეცნობა და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრებს.

როგორც ცნობილია, საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე იქნება. სწორედ ამის გამო, ბურიჩი ოფიციალურ შეხვედრებს საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტთან გამართავს.

გარდა ამისა, დღესვე საქართველოს ევროსაბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა გადმოეცემა. 

„2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება. გენერალური მდივნის ვიზიტის მიზანია, გაეცნოს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და დაისახოს საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები “, – განაცხადა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

 თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია კი სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში 27 ნოემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები