LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ეკონომიკური რეფორმების კუთხით ლიდერია – შტაინმაიერი გიორგი გახარიას შეხვდა

128
gaxaria

გრძელდება საქარველოს მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა გერმანიის ფედერაციის პრეზიდენტთან.  პრეზიდენტის შემდეგ, შტაინმაიერს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა. პრემიერის განმარტებით, შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორია.

საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა: შტაინმაიერისა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი ბრიფინგი

შეხვედრაზე მათ ეკონომიკის  სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე  და არსებული  კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე  ისაუბრეს . გერმანიის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო ეკონომიკური რეფორმების კუთხით ლიდერია და ამ სფეროში არსებული პარტნიორობის დინამიკა მისასალმებელია.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. გიორგი გახარიამ  გერმანიის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და გერმანიას ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.  საქართველოს  მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით აღნიშნა გერმანელი ექსპერტების როლი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის განხორციელების პროცესში.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების მიმართულებით და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზად არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები