საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მდებარე ქართულ საგუშაგოზე აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ქართულ საგუშაგოზე გაზის ბალონი აფეთქდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა და აფეთქების შედეგად ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა, ხოლო ორი – დაშავდა.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულები თბილისში, დამწვრობის ცენტრში, არიან გადმოყვანილი.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი თემები