LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდის და განვითარების კუნძული – ეკონომიკის მინისტრი

69
1602858866-ნათია-თურნავა

ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. ეკონომიკის მინისტრმა საკითხზე „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„მართალია, გამოწვევა არის. უცხოური ინვესტიციები უნდა გავზარდოთ. თითოეულ კონკრეტულ ქვეყანასთან ინდივიდუალურად უნდა ვიმუშაოთ, რომ დავარწმუნოთ – საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდის და განვითარების კუნძული. კი ბატონო, რომელიმე სხვა ქვეყანაში შეიძლება არ ჩადოს ინვესტორმა ინვესტიცია, მაგრამ ჩვენთან წამოვიდეს. ამას სჭირდება ძალისხმევა და დრო. მართლაც რთულია პანდემიიდან მეორე წელს დაარწმუნო მასშტაბურად ინვესტორი, რომ საქართველოში წამოდი და ჩადე ფული. ბევრი დარგი პრობლემას შეეჯახა. გვიხარია, რომ ადგილობრივი ინვესტორები ენდობიან ეკონომიკას. ვფიქრობ, შემდეგი წლიდან უცხოური ინვესტიციების ჩადებაც გააქტიურდება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, წელს მთავრობა გეგმავს დადებითი ტენდენცია აჩვენოს სრულიად მსოფლიოს.

„თუკი მოვახერხებთ, რომ ორნიშნა ზრდის ტემპით დავასრულებთ ამ წელს, უფრო მეტი მატერიალური სადემონსტრაციო ფაქტი გვექნება, რომ საქართველო მიუხედავად პანდემიისა, აგრძელებს რეგიონში ლიდერად ყოფნას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით“, – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები