LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნები 3 პუნქტს მოიცავს

250
pjimage

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე სამოქმედო გეგმა გაჟღერდა, რომელზეც ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორის შეჯერდა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები სამ პუნქტს მოიცავს:

ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა.

გარდამავალი მთავრობა დაკომპლექტდეს ეროვნული თანხმობის კომიტეტით, პრინციპით – ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი.

თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს დროებითი მთავრობის პირობებში.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც ეხებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები