LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროტესტო აქციები და კიდევ ერთი გარდაცვლილი ბელარუსში

173
ბელარუსი, გობელი

ბელარუსის ქალაქ გომელში აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა. euronews-ის ცნობით აქციის მონაწილე პატიმრობაში დაიღუპა, მას შემდეგ რაც ის კვირას დააკავეს და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო 10 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, მამაკაცი საავადმყოფოში მაშინვე გადაიყვანეს, როგორც კი თავი შეუძლოდ იგრძნო, თუმცა იქ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მოგვიანებით გარდაცვლილის დედამ მედიასთან კომენტარი გააკეთა, მისი თქმით მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და დიდხანს იმყოფებოდა პოლიციის ფურგონში.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები კვირიდან, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან, მიმდინარეობს. პროტესტი წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის თანახამდაც, მოქმედ პრეზიდენტს მხარი ამომრჩეველთა 80,23%-მა დაუჭირა.

ოფიციალური ინფორმაციით, გასული 3 დღის განმავლობაში აქციის 2000-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. საავადმყოფოებში კი, საერთო ჯამში, საპროტესტო აქციების დროს დააშავებული 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ერთ-ერთ დემონსტრანტს ასაფეთქებელი მოწყობილობა ხელებში აუფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები