LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო ფონდში უკვე 155 მლნ ლარია შესული

116
1

საპენსიო ფონდში ამჟამად 155 მლნ ლარია აკუმულირებული, სქემაში კი 48 ათასი კომპანია და 720 ათასი დასაქმებულია ჩართული.

რაც შეეხება ვაკანსიას, რომელსაც „საპენსიო სააგენტო“ აცხადებს, საინვესტიციო საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება 25 აპრილს დასრულდება, რის შემდეგაც დაკომპლექტდება საინვესტიციო საბჭო, რომელიც ფონდში არსებული თანხის ინვესტირების პოლიტიკას განსაზღვრავს.

„საპენსიო სააგენტოს“ საინვესტიციო საბჭოს წევრების ვაკანსიაზე ინფორმაცია ორ საერთაშორისო გამოცემაში – Financial Times-სა და The Economist-შია გამოქვეყნებული და საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება. განაცხადების მიღება 25 აპრილს დასრულდება, რის შემდეგაც შესარჩევი კომისია შეარჩევს კანდიდატებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს ხუთ წევრს“, – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები