LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოს იურისტი უარყოფს, რომ სინოდის დღევანდელი სხდომა საგანგებო რეჟიმში მოიწვიეს

118

საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა, არ ადასტურებს, რომ სინოდის დღევანდელი სხდომა საგანგებო რეჟიმში მოიწვიეს.

ვერ ვიტყვი, რომ სხდომა საგანგებოა, ვინაიდან სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება, აქედან გამომდინარე, ეს სხდომა რიგგარეშე არ არის. სინოდის სხდომის მოწვევა პატრიარქის პრეროგატივაა, სხდომა მან მოიწვია,“ – განუცხადა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს ედიშერ ქარჩავამ.

ქარჩავას თქმით, სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. მისივე განცხადებით, მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას მხოლოდ პატრიარქი ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები