LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოს ინიციატივა გაჟღერებული სესიაშვილის მიერ, განწირულია კრახისთვის – ზურა ჯაფარიძე

241
jafara

“არ მჯერა, რომ ეს არის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა, ის არ წყვეტს ასეთ საკითხებს ქვეყანაში და მე ეჭვი მაქვს, რომ ეს ინიციატივა მოდის საპატრიარქოდან,”- ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ “ფორტუნას” ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან თავის დაღწევა მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდლებს შეეძლებათ.

ზურა ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტში საღი აზრი გაიმარჯვებს და დისკრიმინაციულ კანონს არ მიიღებენ.

“თუ მიიღებენ კანონს, ცხადია, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც თითქმის გარანტირებულად დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეს მოვიგებთ. საერთოდ, მგონია, რომ საპატრიარქოს ეს ინიციატივა გაჟღერებული ირაკლი სესიაშვილის მიერ განწირულია კრახისთვის, “- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ჯარისგან თავის დაღწევას მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები შეძლებენ.

პოპულალურები