LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა

161
BeFunky-collage (2)

საპატრიარქოში ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც გარდაცვლილი პროგრამისტის დედამ “ფორტუნასთან” აღნიშნა, საპატრიარქომ წესის აგების კურთხევა მისცა.

როგორც თეონა თამაზაშვილი აცხადებს, შეხვედრაზე სასულიერო პირებს შვილის გარდაცვალების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

“საპატრიარქოში ვიყავი, შევხვდი მათ, ვესაუბრე, პანაშვიდი გადაუხადეს, შემდეგ კი წესის აგების კურთხევა მომცეს, მოვუყევით როგორც იყო და მიხვდნენ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ამ ვერსიას ვეღარც კი მოიაზრებენ საერთოდ”- აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

შეხვედრას არ ესწრებოდა თავად კათოლიკოს – პატრიარქი.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს – ბაჩალიაშვილის დედა

თეონა თამაზაშვილი ჩვენთან საუბარში ასევე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებიდან არავინ დაკავშირებია.

“ჩემს თვალზე ცრემლს თუ დაინახავდა, გიჟდებოდა ხოლმე… თავს არ მოიკლავდა, არ გამიმეტებდა ასე” – გარდაცვლილი პროგრამისტის დედა “ფორტუნასთან” საუბრობს

პოპულალურები