LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება…დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა, კოხტად მორთულ მოკრუჭუნებული…საქმეა ახლა ეს?” – ზურა შევარდნაძე

537
BeFunky-collage (4)

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, რამდენიმე თვის წინ გაუქმებული შეზღუდვები კვლავ ამოქმედდა. დღეიდან იკრძალება დაბადების დღეების, ქორწილების, ქელეხებისა და სხვა სოციალური ღონისძიებები გამართვა.

გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ცნობილი მებაღე, ზურა შევარდნაძე ეხმაურება.

“დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა, კოხტად მორთულ მოკრუჭუნებული. ერთი თვეა, ვათანხმებთ, ვუთანხმებთ, ვწერთ და ვკითხულობთ. გუშინ შუადღეს ვიგებთ, რომ არ გვაქვს უფლება. ხარჯი გაწეული, თითქმის ყველაფერი ნაყიდი, ასორმოცდაათ სტუმარს ეპატიჟებოდა ახალადშექმნილი, ძალიან სიმპატიური ოჯახი. საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება, ოიიიი როგორ უწმაწურად იგინება…
სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს, სადედამთილო ძნებად მოზიდული შეკვეთილი ყვავილის.
საქმეა ახლა ეს?
ვეჭვობ, შაბათის, კვირის და ყველა დაზამთრებამდე დაგეგმილი წვეულებებიც აღარ გამოვა. ყვავილი უკვე დავარიგეთ, არც საჭმელ სასმელს ვიზარალებთ, შემოუსხდებით მე და ჩემი თანამშრომლები, უსამსახუროდ დარჩენილი მომსახურე პერსონალი და მოვილხენთ. არც მექორწილე ოჯახს ვაზარალებთ და არც არავის ვალში არ დავრჩები მაგრამ სწორია ასე? ორი დღით ადრე მაინც, რომ მცოდნოდა ახალი რეგულაციის შესახებ ასე არ ვიზარალებდით. რაცაა ისაა, მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ ყველა, მექორწილეც, სტუმარიც ამ წესის დამდგენიც და ჩვენც.
უქორწილოდ დარჩენილი, მოწყენილი წყვილი კი დღეს ფოტოგრაფთან ერთად მოვა, რომ ჩვენს ბაღში გადაღებული ფოტოები სამახსოვროდ დარჩეთ.”- წერს ზურა შევარდნაძე.

მებაღე პოსტს თან ურთავს ყვავილებითა და სხვადასხვა აქსესუარით გაფორმებული საქორწილო სუფრის ფოტოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები