LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო უმცირესობა შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს პარლამენტში იბარებს

184

შსს მინისტრს გიორგი გახარიასა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს საპარლამენტო უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოში იბარებს. განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა. მისი შეფასებით, სწორედ მათ უნდა გასცენ პასუხები „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს, მათ შორის იმის თაობაზე, თუ რა ეტაპზეა გამოძიება.

„პარლამენტში პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს ევალებათ მობრძანდნენ პარლამენტში და გასცენ პასუხი კითხვებს, რა ეტაპზეა გამოძიება, რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს იმ პირების სისხლის სამართლებრივი დევნა, ვინც ჩართულნი იყვნენ დანაშაულებრივ საქმეებში. საუბარი ლოდინზე, რომ ავთენტურობა დადგინდეს, არის დროის გაწელვა და პოლიტიკური ფანდი,” – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.