LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო რეჟიმი პოზიციებს არ ცვლის – რა შედეგით დასრულდა ერგნეთის შეხვედრა

320
SHEVEDRA

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  მორიგი შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებზე პოზიციები განსხვავებულია და შეთანხმება ვერც დღეს იქნა მიღწეული.

ქართული მხარემ საოკუპაციო რეჟიმს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ჩორჩანასა და წნელისის მიმდებარედ, დე ფაქტო “სამხრეთ ოსეთის” საგუშაგო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული.

 „ჩვენ კიდევ ერთხელ წარვადგინეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია და განვუმარტეთ შეხვედრის მონაწილეებს, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო მოწოდებულია მხოლოდ იმისთვის, რომ ადგილზე სტაბილურობა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას. ასევე ხაზი გავუსვით იმას, რომ ნებისმიერი ქმედება, რაც უკანონოდ წარიმართება აღნიშნულ ტერიტორიაზე, ეს არის უსაფრთხოების გარემოსთვის დამაზიანებელი. კიდევ ერთხელ პრინციპულად მოვითხოვეთ, რომ ამგვარი ქმედებისგან ყველამ შეიკავოს თავი და ამგვარი ქმედებები აღიკვეთოს. პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია. შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული”, – განაცხადა ანთაძემ.

მიუხედავად ამისა, ანთაძე ამბობს, რომ მოლაპარაკების რესურსი არსებობს და ამაზე საოკუპაციო რეჟიმიც თანხმდება. მისივე თქმით, კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა 13 სექტემბერს გაიმართება.

„შევთანხმდით, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება სიტუაციის ნორმალიზაციისთვის. ამის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს“, – განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოსთან მიმართებით ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.

„საგუშაგო დგას და აგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულებრივ რეჟიმში. წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებზე კი გამოხატულია პრინციპული პოზიცია, რომ აღნიშნული ქმედებები უკანონოა, ყველა სამუშაო უნდა იქნას შეჩერებული და შექმნილი იყოს ყველა წინაპირობა იმისა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თავი იგრძნოს მშვიდად“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა.ოსური მხარე სოფელ ჩორჩანას არსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას ითხოვდა.

ჩორჩანასთან ოკუპანტების ტექნიკის გადაადგილება მიზანმიმართული პროვოკაციაა – სუს

ქართული მხარემ კი პოზიცია არ შეცვალა და განაცხადა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არც განიხილება, ვინაიდან ის ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული.

პასუხი ოსური მხარის ულტიმატუმს: „ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება"

ერგნეთში შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, ოსურმა მხარემ საქართველოს შემოუთვალა, რომ პარასკევის დილის 6 საათამდე სოფელ წნელისის მიმდებარედ განთავსებული საგუშაგო აიღოს.

მოგვიანებით, პერევთან არსებული ბლოკპოსტი ქართულმა მხარემ რამდენიმე ასეული მეტრით გადაწია.

ოსურმა მხარემ ქართული ბლოკპოსტის თავზე სასაზღვრო ნიშანი აღადგინა და დროშა აღმართა

მაშინ სუსმა ასეთი განმარტება გააკეთა: “საუბარია პერევთან პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი”.

ე. წ. სამხრეთ ოსეთის დროშა და საგუშაგო სოფელ წნელისთან - ადასტურებს თუ არა სუსი ამ ინფორმაციას

დღეს ერგნეთში შეხვედრისას ქართული მხარე ვითარებას ადგილზე გაეცნობა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები