LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკარში საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟი განაახლეს

126
11

გუგუტიანთკარის განაპირას საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟის პროცესი განახლდა.

სოფლის აღნიშნულ პერიმეტრზე მიმდინარე სამუშაოების შედეგად ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ათეული ე.წ. სასაზღვრო ბარიერის ლითონის ბოძი დაამონტაჟეს.

„ამ ეტაპზე მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შედეგად დამატებით გუგუტიანთკარელების მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიიაზე არ მოქცეულა.

სოფლის პერიმეტრზე ამ წუთებში მიმდინარე ნაგებობების მონტაჟის შედეგად არც სარწყავი წყლის შემკრებ-გამანაწილებელი სისტემა მოქცეულა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე,“ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა რუსუდან კილაძემ.

საფორტიფიკაციო ნაგებობები საინჟინრო ნაგებობებია, რომელთა დანიშნულებაა სამხედრო ტექნიკის გამოყენების ეფექტურობის ამაღლება, ჯარების მართვის საიმედოობის ზრდის უზრუნველყოფა და მათი დაცვა მოწინააღმდეგის დაზიანების საშუალებებისაგან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები