LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ქვეშში მცხოვრები 28 წლის მამაკაცი დააკავეს

86
okupirebuli

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქვეშში მცხოვრები 28 წლის ზაქრო ბუთხიზი დააკავეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, ბუთხუზი სოფლის განაპირას მდებარე სახლში იმყოფებოდა.  აღნიშნული მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება.

ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩემი შვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალშია გადაყვანილი“, – განაცხადა დაკავებულის მამამ გოგიტა ბუთხუზმა.

ოკუპანტები ხურვალეთში არიან - ევროკავშირის მისია უკვე საქმის კურსშია (ვიდეო)

ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობებს აწარმოებენ

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ტარიელ ვათიაშვილის თქმით, ბუთხუზის დაკავების დეტალები უცნობია.

ზაქრო ბუთხუზი 4 წლის წინაც იყო დაკავებული და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მაშინ ე.წ. საზღვის უკანონოდ გადაკვეთაში დასდეს ბრალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები