LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოცნებო სულხან კვერნაძის უნივერსიტეტი: FB გვერდმა ჩაჭრილი აბიტურიენტები მიიზიდა

3994
11220710-674825215951364-1400872748934405311-o (1)

როგორც ჩანს, კომედიური ჟანრის ფილმი “ჩაჭრილები” ახალ თაობაში ნაკლებად პოპულარულია, რადგან ფილმის სცენარის რეალობაში ნაწილობრივ გადმოტანამ ბევრი ქართველი, “ჩაჭრილი” აბიტურიენტი დააბნია.

“ფეისბუქზე” შეიქმნა გვერდი: სულხან კვერნაძის სახელობის უნივერსიტეტი, სახალისო პოსტებით და ასეთივე სახალისო “პრომო ვიდეოებით”.

გვერდი აბიტურიენტებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ვერ ჩააბარეს უნივერსიტეტებში, “სთავაზობს” წელიწადში 99 ლარად სწავლას, “ჩამოსულებისთვის სპეციალურად მეტროსთან ახლოს, ადვილად მისაგნებ ადგილს”, მოთამაშეების ფაკულტეტს და უამრავ უცნაურ პროგრამას.

ასეთი არასანდო კლიპის მიუხედავად, გვერდით უამრავი აბიტურიენტი დაინტერესდა. დაინტერესებისა და მიმოწერის დამადასტურებელ ფოტოებს, გვერდი პერიოდულად აქვეყნებს.

ცნობისთვის, ჩაჭრილები 2006 წელს გადაღებული ამერიკული კომედიაა, რომელიც ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის საოცნებო გამოსავალს ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები