LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანქციების დაწესების არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, ეს სამართლებრივად გამართული საკითხია: შალვა პაპუაშვილი

56
შალვა პაპუაშვილი

“სანქციების დაწესების არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან სამართლებრივი შეფასებები მოვისმინეთ, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის და ეს არის სამართლებრივად გამართული საკითხი.” – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეფასებებს ეხმიანება.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ეჭვი არავის უჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას მხრიდან კანონის დარღვევა მოხდა და რომ მისი დაკავება იყო სამართლიანი და კანონიერი ქმედება.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ თუ ადამიანი კანონს არღვევს, მას უნდა მოჰყვეს რეაქცია, რომელიც უნდა იყოს წორი და კანონიერი:

“ჩვენი დასავლელი პარტნიორები უყურებენ დიდ სურათს. დიდ სურათში რა თქმა უნდა, კარგად არ ჩანს, როცა პარტიის თუნდაც ფორმალურ თავმჯდომარეს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა და ეს არის ოპოზიციის გეგმის ნაწილი, როცა მათი მხრიდან ხდებოდა დემონსტრაციულად კანონის დარღვევა და ქართული მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევა, რომ მომხდარიყო მისი დაპატიმრება. მას შეეძლო ეს გირაო გადაეხადა და თავიდან აეცილებინა უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიება, მან საკუთარი თავი მოაქცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

არანაირი მოლოდინი სანქციების დაწესების არ გვაქვს, რადგან სამართლებრივი შეფასებები მოვისმინეთ, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის და ეს არის სამართლებრივად გამართული საკითხი. მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებით მოვისმინეთ კინზინგერის განცხადება, რომ ეს საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უყურებენ დიდ სურათს, რომელიც არავისთვის არის სასიამოვნო, მათ შორის, არც ჩვენთვის, როცა პარტიის თავმჯდომარე აიძულებს მართლმსაჯულების სისტემას, რომ ის მოხვდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს გადაუხდელობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 23 თებერვალს ის პარტიის ოფისში დააკავეს.

პოლიტიკურ პროცესებს მოყვა გამოხმაურება დასავლელი პარტნიორების, სხვადასხვა ორგანიზაციისა და სახელმწიფო ლიდერების მხრიდან. ისინი შეშფოთებას გამოთქვამდნენ და მოუწოდებდნენ ხელისუფლებას – განემუხტათ სიტუაცია, რათა საფრთხე არ შექმნოდა ქვეყნის დემოკრატიასა და მისწრაფებებს ევროატლანტიკური კურსისკენ.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუას დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ: აშშ-ს სენატორები და კონგრესმენები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები