LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამყარო შეიშალა და ის, ვინც არ აღიარებს, უფრო საშიშია, რადგან საკუთარი შეშლილობის დაჯერება არ უნდა” – მაიკლ ფასბენდერის გამონათქვამები

6776
მაიკლ ფასბენდერი

მაიკლ ფასბენდერი – დღეს მსახიობის ანგარიშზე ათობით ფილმი და უამრავი სრულიად განსხვავებული პერსონაჟია, თუმცა ოდესღაც ბარმენად, რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობისას მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო წარმატებულ კარიერაზე. მაიკლ ფასბენდერის

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

  • არაა საჭირო ყველგან საკუთარი უპირატესობის მტკიცება, ზოგჯერ პირველობის სხვისთვის დათმობა უფრო მომგებიანია.
  • უშეცდომოდ ცხოვრება სასარგებლოა, მაგრამ საშინლად მოსაწყენი და უინტერესო.
  • არ მიყვარს იდეალური გმირები, რადგან ასეთები არ არსებობენ. ადამიანს რთული ბუნება აქვს და სწორედ მის ამოცნობას ვცდილობ მთელი ჩემი ცხოვრება.
  • ჩემს გერმანულ ბუნებას ყველაფრის გაკონტროლება უნდა, მაშინ როცა ირლანდიური ხასიათი ყველაფრის დანგრევას მთხოვს.
  • ნებისმიერი საქმე ან კარგად უნდა აკეთო, ან საერთოდ არ მოკიდო ხელი მის კეთებას.
  • მინდა, რომ ყველა ჩემი ფილმი საუკეთესო იყოს, რა თქმა უნდა ყოველთვის არ გამომივა, მაგრამ მე მაინც მაქსიმუმს გავაკეთებ.
  • იმ საზოგადოებაში ვცხოვრებთ, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომია, თუმცა მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ მათ ნამდვილ ფასს, როცა ვკარგავთ.
  • ნებისმიერი ადამიანი განიცდის ზეწოლას. ცდილობს დამალოს საკუთარი სიბრიყვე, სისუსტე, უუნარობა და რაც მეტს მალავს, მით უფრო აშკარაა მისი კომპლექსები.
  • ნაკლებად მხიბლავს მიღებული პრიზების “მუზეუმის” მოწყობა. ის უკვე წარსულია, მე კი, მომავლით მირჩევნია ცხოვრება.
  • სამყარო შეიშალა და ის, ვინც არ აღიარებს, უფრო საშიშია, რადგან საკუთარი შეშლილობის დაჯერება არ უნდა.
  • მთავარი გამბედაობაა, გარისკო და მოსინჯო ყველაფერი, რასაც ცხოვრება გთავაზობს!