LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, რუსთავი 2 რუსეთიდანაც ფინანსდება – თინა კანდელაკის მკაცრი გამოსვლა (ვიდეო)

666
orig-mycollages-7-1562842282

რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი თინა კანდელაკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საკმაოდ მკაცრი ტონით აფასებს. ამბობს, რომ ყველაფერში მიხეილ სააკაშვილის რადიკალური ძალებია დამნაშავე, რომელიც რუსეთიდანაც ფინანსდება.

“ისინი საკმაოდ დიდ დაფინანსებას იღებენ. სამწუხაროდ, მათ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებს, არამედ ფულს იღებენ რუსეთიდანაც. ტელეკომპანია “რუსთავი 2″ პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდება, რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფიასგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პირადი საფულეა,” – განაცხადა კანდელაკმა.

მან ასევე, “როსია 1”-ის ეთერიდან კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა, რომ უკრაინამ ქვეყანას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადასცეს, რომელიც “პოლიტიკური დამნაშავეა, მკვლელობებში და სახელმწიფო ბიუჯეტის მითვისებაშია ბრალდებული”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები