LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ კორონავისური ჩვენს გვერდითაა”- იმნაძე

295
BeFunky-collage (4)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგური სიტუაციის გაუარესება ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მსოფლიოში, კორონავირუსი კვლავ არსებობს და ყურადღების მოდუნება, უსაფრთოების ნორმების დაუცველობა დაუშვებელია.

“სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ნუ დაგვავიწყდება, კორონავირუსის არსებობა ჩვენ გვერდით. შედეგი სახეზე გვაქვს, საყურადღებო შემთხვევები სოფელ ლენჯერში და მასთან დაკავშირებული შემთხვევები უკვე თბილისში.

ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კორონავირუსმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად წასულა და თუ ყველა წესს ყველა არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებული გავხდებით, რომ შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ. ახლა ვინც არის დარჩენილი მესტიის რაიონში, იქ წესები გაკაცრდება. მინდა მოვუწოდო მათ, ყველამ მაქსიმალურად დაიცვან წესები, ნიღბის ტარება აუცილებელია დახურულ სივრცეში, ხოლოდ დისტანციის დაცვა საჭიროა მათ შორის ღია სივრცეშიც” – განაცხადა პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ინფიცირების 17 შემთხვევა მესტიაში გამოვლინდა, რის გამოც მესტია ჩაიკეტა.

ამასთან, ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც მესტიას დატოვებს, სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს.

ასევე იხილეთ:

მესტია ჩაიკეტა: დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება

ეს არ არის მეორე ტალღა, პიკი, რომელსაც ველოდებით შემოდგომაზე – ტიკარაძე

ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები