LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამთვიანი ჩავარდნის შემდეგ, საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა განახლდა

83
5a8b0653e53ee.image--2019-09-20-08-11-36-324731-e1568967101781

სამთვიანი ჩავარდნის შემდეგ, ქვეყანაში ტურიზმიდან შემოსავალმა ზრდა დაიწყო. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს  შემოსავალმა ტურიზმიდან 266.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 5.2 პროცენტით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში პოზიტიური მაჩვენებელი შემოსავლების სამთვიანი კლების შემდეგ დაფიქსირდა: ამ სექტორში მიმდინარე წლის ივლისში შემოსავალი 8.6 პროცენტით შემცირდა, აგვისტოში 6.8 პროცენტით, სექტემბერში კი – 4.9 პროცენტით.

ცნობისთვის, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს 735.1 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 11 პროცენტით აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები