LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამშობლოს ვკარგავთ…უზურპატორი უნდა დავამხოთ…” – ნიკა გვარამია

561
ნიკა

ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ხელისუფლების ქმედებებს ეხმაურება და წერს, რომ უზურპატორი ხალხს ხელისუფლების გაშვების ლეგალურ გზებს ართმევს. გვარამიას სტატუსს დღეს “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის მხრიდან შეფასებები მოჰყვა. ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ გვარამიას მოწოდებები პირდაპირ ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სტატუსი ხელისუფლების დემოკრატიულად სახლში გაშვებას ნიშნავს.

“მარტივად: სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში არ მიმდინარეობს. მეტიც, საერთოდაც, დაპირისპირებაც კი არ მიმდინარეობს. საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ ერქვათ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე. ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც არც თავისი ნებით მიდის და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს,

ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ ! სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და – სამშობლოს დავკარგავთ”, – წერს გვარამია. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები