LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოთხე ესპანეთში სადაც ტურისტებს არც სოციალური დისტანცია და არც პირბადის ტარება არ მოეთხოვებათ

147
0-Camp-site-in-Spain-leads-Europe-by-offering-guests-on-the-spot-COVID-19-tests-to-stay-in-coronaviru (2)

გამოცემა „მირორის” ინფორმაციით, ტარაგონის პროვინციაში მოეწყო დასასვენებელი ზონა, რომელიც ინფექციის გავრცელებისგან სრულად თავისუფალია. პარკის ტერიტორიაზე მხოლოდ ტურისტები დაიშვებიან, თუმცა მანამდე მათ კორონავირუსის ტესტის ჩაბარება მოუწევთ. უარყოფითი პასუხის მქონეები შიგნით შესვლას და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე დასვენებას შეძლებენ. ხოლო მათ კი ვისაც ვირუსი დაუდასტურდება, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ტესტში 100 ევროს გადახდის შემდეგ დამსვენებლები ნამდვილ „სამოთხეში“ აღმოჩნდებიან, სადაც ისინი სანაპიროს სიახლოვეს, აუზით, სპორტული მოედნით, რესტორნითა და გასართობი ზონებით აღჭურვილ ტერიტორიაზე დაისვენებენ.

სივრცე მოიცავს ასევე ფურგონებისა თუ ბორბლებიანი სახლებისთვის განსაზღვრულ ტერიტორიასაც, სადაც ტურისტები მთელი ოჯახებით შეძლებენ გაჩერებას.

პროექტის ორგანიზატორთა განცხადებით, აუცილებელი ტესტირება ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, რომ თავისუფლად, პირბადეებისა და დისტანციების გარეშე დაისვენონ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები