LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამჯერ შემოუარეს დედამიწას – IDFI- ის კვლევით, შვიდმა გუბერნატორმა ორ წელიწადში, 130 ათასი ლიტრი საწვავი მოიხმარა

651
a61e6f238c35

IDFI-მ გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკის და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ მათ მიერ მომზადებული კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.

კვლევის მიხედვით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა ირკვევა, რომ საწვავზე 2017-2018 წლებში ყველაზე მეტი ხარჯი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა გაწიეს.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეფასებით, მათ იმდენი ბენზინი აითვისეს, რომ ამ რაოდენობით დედამიწას დაახლოებით სამჯერ შემოუვლიდნენ.

“ორ წელში დაახლოებით 130 ათასი ლიტრი საწვავია მოხმარებული შვიდი გუბერნატორის მიერ, ისინი ყოვეწლიურად ამ მოცემულობით დაახლოებით გადიოდნენ 50 ათას კილომეტრს, რაც ნიშნავს, რომ მათ ყოვედიურად არსამუშაო დღეების ჩათვლით უნდა გაევლოთ ორას კილომეტრამდე, რაც ბუნებრივია აჩენს კითხვებს,ყველა გუბერნატორს ემსახურება ლენდკრუიზერის მარკის ავტომობილი, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში უსასყიდლოდ არის მიღებული. ესეც ერთგვარი პრობლემაა ამ ავტოპარკის გამჭვირვალე განკარგვის თვალსაზრისით,” – აცხადებს  IDFI-ის სოციალუ- ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი .

IDFI-ის მიერ გასაჯაროებული კვლევის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ გუბერნატორების ადმინისტრაციები ძვირადღირებული ავტომობილებით სარგებლობენ.კვლევის მიხედვით:

  • ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე განპიროვნებულია TOYOTA LANDCRUISER-ის მოდელის ავტომობილი, რომელთა უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის უსასყიდლოდ არის გადაცემული;
  • გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის 73% არ ყოფილა შეძენილი მათი ბიუჯეტის ფარგლებში და ისინი უსასყიდლოთ გადმოცემული იქნა სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ;
  • 2018 წელს გურიის გუბერნატორების საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები არ არის შესაბამისობაში მათ მიერვე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ ნორმასთან;
  • თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას;

აიდიფიაი ასკვნის, რომ 2017-2018 წლებში სახელმწიფო გუბერნატორების მაგალითზე განხილული საწვავის მოხმარების პრაქტიკა, რაც გამოიხატება ცალკეულ შემთხვევებში არაგონივრულად მაღალი ოდენობის საწვავის ათვისებაში, ცალსახად მიუთითებს კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. კერძოდ, მიზანშეწონილია, შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემის დანერგვით გამკაცრდეს სამსახურებრივი ავტომობილებით არამიზნობრივი გადაადგილების მონიტორინგი და ყველა ავტომობილზე დაინერგოს საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა – ე.წ. ჩიპი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები