სამი ადამიანის ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ჯერ კიდევ იანვარში შეიქმნა, როდესაც საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირებული არ იყო.

გუშინ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, პოლიტიკური მასკარადი, რომელმაც რისკის ქვეშ შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა. ეს არ მოხდება. ჩვენ ვართ იძულებული, გარკვეული სახის შეზღუდვები დავტოვოთ, მაგრამ გარკვეული სახის შეზღუდვებს მოვხსნით. მაგალითად, ერთ მანქანაში, სამი ადამიანის გადაადგილება გავრცელდება მხოლოდ ტაქსებზე“, –  განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კომენდატის საათი დღეს დასრულდება.

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05