LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის თანამდებობებს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ტოვებენ

133
ბადრი-ჯაფარიძე-და-მამუკა-ხაზარაძე

ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც სამართავად გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს – ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები, – ამის შესახებ ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

„ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ისინი, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე. ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც სამართავად გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს – ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები“, – აცხადებს ხაზარაძე.

„ანაკლიის კონსორციუმის მიერ“ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის თანამდებობებს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ტოვებენ.  „ანაკლიის კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოში აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი შეასრულებს.

პოპულალურები