LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში საფლავების გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

221
BeFunky-collage (87)

საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  1999 წელს დაბადებული ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებმა სოფლებში – ჭოღაში, ნაფიჩხუშუ, კურზუსა და ქალაქ ჩხოროწყუში 10 საფლავი გაძარცვეს. ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საფლავების მესრების ლითონის დეტალებს, რომლებიც შემდეგ ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზუგდიდში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტებში ჩააბარეს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ქალაქ სენაკში, ფერადი ლითონების მიმღები ერთ-ერთი პუნქტიდან, საფლავებიდან მოპარული ლითონის ფირფიტები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ქუთაისში საფლავები გაძარცვეს – რა წაიღეს საფიჩხიის სასაფლაოდან

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს.

 

https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/1370566826460839/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები