LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოდან იტალიაში – ხიბულაში წარმოებული ლოკოკინა ექსპორტზე გავა

1071
71187242-2518909708165984-257348229853609984-n

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა “ნადი გრუპი” სახელმწიფოს დახმარებით, “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში შეიქმნა.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.

ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია ხდება საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად იტალიაში, იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე გასვლაც. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.

ცნობისთვის, სახელმწიფოს დახმარებით, “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც სამეგრელოს რეგიონში 25 ახალი საწარმო გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები